logo_geo
eng_logo
ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

16 აპრილი. 2021. 13:35

 

 

რამდენიმე დღის წინ, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

 

„ბრალდებული დ.კ პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 1261 (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს COVID -19 არ დაუდასტურდა. 15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმიური PCR ტესტირება, რითაც დადასტურდა COVID -19. ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზირებულია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში“, - აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.

 

ოჯახის წევრების მიმართ განხორცილებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დავით კოდუას ბრალდება 13 აპრილს წარედგინა.

 

კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით 12 აპრილს დააკავეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner