logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება დაიწყო
- +

14 ივლისი. 2016. 10:55


დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება დაიწყო.


ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი დაინიშნა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე იყო.



საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ფილიპ ჰემონდი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა და ამ პოსტზე ჯორჯ ოსბორნი ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.



დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ემბერ რადი დაინიშნა.



თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლიამ ფოქსი დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი გახდა, თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა მაიკლ ფელონმა კი თანამდებობა შეინარჩუნა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner