ტუნისის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
„ამ ეტაპზე, სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა 21 ცხედარი აღმოაჩინეს. სამშველო-ძებნითი სამუშაოები კვლავ გრძელდება“, - განაცხადა ტუნისის სამოქალაქო დაცვის სამსახურის დირექტორმა, მუარდ მეხრიმ.