logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციებს მართავს
- +

14 ივლისი. 2016. 11:00


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, აჭარაში კონსულტაციები დაიწყო.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილი უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", "ქართული ოცნება - თავისუფლების" და "ქართული ოცნება - აჭარას" თავმჯდოამრეებს შეხვდება.


შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე ზურა პატარაძის კანდიდატურის წარდგენის საკითხი განიხილება.


დღესვე დაგეგმილია ქვეყნის პირველი პირის კონსულტაციები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყველა ფრაქციის თავმჯდომარესთან.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner