logo_geo
eng_logo
პარიზში მაკრონისა და ზელენსკის მოლაპარაკებები დაიწყო
- +

16 აპრილი. 2021. 17:45

 

პარიზში, ელისეის სასახლეში საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერთან ვიდეოკონფერენციას გამართავენ.

 

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/197405/parizshi-makronisa-da-zelenskis-molaparakebebi-daitsko

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner