უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში, ვეტერანები და რეზერვისტები მობილიზაციისთვის მზად უნდა იყვნენ.
„პუტინის რეჟიმი კვლავ კრებს სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვრებთან და ახალი აგრესიით იმუქრება! ცოფიანი ძაღლი კვლავ მოადგა ჩვენს კარს. ჩვენს მიწაზე ვართ და თავს დავიცავთ“, - აღნიშნა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
არსენ ავაკოვმა ასევე განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საფრთხეზე საერთო მიზნის ირგვლივ ყველა პატრიოტული ძალის გაერთიანებით რეაგირება.
„იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს კრებს, საჭიროა უკრაინის დაცვისთვის მომზადება“, - აღნიშნა არსენ ავაკოვმა.