logo_geo
eng_logo
„ერთი კვირა სხვისთვის“ – პროექტის ფარგლებში ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრებმა სისხლი გაიღეს
- +

14 ივლისი. 2016. 11:03


სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციის „შენთვის, ანუ ყველასთვის" ფართომასშტაბიანი პროექტის - „ერთი კვირა სხვისთვის" ფარგლებში სისხლი გაიღეს.


„ეს არის ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობის საკითხი. მოხარული ვარ, რომ ამ აქციას შევუერთდით, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან და სასიკეთო საქმეს აკეთებს ეს ორგანიზაცია", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსმა, სამგორის რაიონის ყოფილმა გამგებელმა მამუკა ჩოქურმა.


არასამთავრობო ორგანიზაცია „შენთვის, ანუ ყველასთვის" დაარსდა 2013 წელს და მას შემდეგ მრავალი საქველმოქმედო და სოციალური აქცია უზრუნველყო. ორგანიზაციის მთავარი მიზანი იყო, არის და იქნება ქართული საზოგადოების აქტიურად ჩართვა სხვადასხვა სახის საქველმოქმედო და სოციალური შინაარსის სასარგებლო საქმიანობაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner