სადაზღვევო კომპანია „არდი" ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის ბაზარზე შედის. „ვიტამინები" - სწორედ ასე ჰქვია ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს, რომლის შეძენა "არდიში"ნებისმიერ მსურველს ინდივიდუალურად 1 ივლისიდანშეუძლია.
სადაზღვევო კომპანია მომხმარებლებს 5 სახის - A,B, C, D, E ვიტამინების - პაკეტს სთავაზობს. სხვა კომპანიების ინდივიდუალური შეთავაზებებისგან განსხვავებით, „არდის" ყველა პაკეტი სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებებისსრული ნაკრებია. A,B, C, D, E ვიტამინების პაკეტები ერთმანეთისგან მხოლოდ თანადაფინანსებისამოცულობითა და ლიმიტებით განსხავდება.
„ვიტამინების" მინიმალური პაკეტის ღირებულება თვეში22 ლარიდან იწყება, ყველაზე ძვირადღირებულიკი - თვეში 77 ლარია. ამ მარტივი მათემატიკის გარდა,დაზღვეულს დამატებითი არჩევანის საშუალებაც ეძლევა.პოლისის გაფორმებამდედაზღვეული თავად წყვეტს როგორი უნდა იყოს მისი მომსახურების სქემა. იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული თვლის, რომ მისთვის უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია ოჯახის ექიმის ან პერსონალური ექიმისგავლით მიიღოს ესა თუ ის სამედიცინო მომსახურება პროვაიდერ სამედიცინო კლინიკების ქსელში, ასეთ შემთხვევაში დაზღვეულს საშუალება აქვს შეიძინოს ნებისმიერი "ვიტამინების" პოლისი ეკონომიურ ფასად. იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული ირჩევს თავისუფალი არჩევანის პრინციპის სქემას, როდესაც დაზღვეული თავად წყვეტს, თუ რომელ კლინიკას ან ექიმს მიმართოს მისთვის საჭირო მომსახურების მისაღებად ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, მის მიერ შერჩეულ პაკეტს თვეში მხოლოდ 10 ლარის გადასახადი ემატება.
როგორც „არდის" პროდუქტის განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თეონა გოდერიძე აღნიშნავს, A, B, C, D, E ვიტამინების პაკეტების სადაზღვევო დაფინანსების მოცულობა და ლიმიტი პროპორციულად ზრდადია ვიტამინების კატეგორიის ცვლასთან ერთად, მაგალითისთვის ჰოსპიტალური მომსახურების ლიმიტი იწყება 3,000 ლარიდან და მაქსიმალურ პაკეტში აღწევს 15,000 ლარს.
"არდის" კორპორაციული დაზღვევის მსგავსად,ახლა უკვე ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტის მფლობელებსაც ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ „არდის" პროვაიდერი კლინიკების მომსახურებით არამარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. კონკრეტულად კი დაზღვეულებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში მიიღონ სამედიცინო მომსახურება სადაზღვევო კომპანიის პარტნიორკლინიკებში - თურქეთის #1 სამედიცინო ცენტრ „ANADOLU Medical Center"-ში და ასევე ისრაელის წამყვან კლინიკებში.
„არდის" თითოეულ პაკეტში შედის პერსონალური ექიმისა და ექთნის მომსახურება როგორც კლინიკაში, ასევე ბინაზე, ჰოსპიტალიზაცია როგორც გადაუდებელი, ისე გეგმიური საჭიროების, ორსულობის მონიტორინგი და მშობიარობა, გადაუდებელი ამბულატორიული სერვისები, ვაქცინაციით და იმუნიზაციით. გეგმიური ამბულატორიული მომსახურება როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული დაავადებების მართვის ჩათვლით, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურება, დაავადებათა პრევენცია პროფილაქტიკური კვლევების სპეციალური პაკეტით, კერძო სასწრაფო დახმარების ბრიგადების მომსახურება, გადაუდებელი და გეგმიური სტომატოლოგია. ეს სერვისები ეტაპობრივად აქტიურდება პოლისის შეძენის მომენტიდან. თითოეული "ვიტამინი" მოიაზრებსდამატებითისერვისების პაკეტსაც, როგორიცაა სპეციალური ფასდაკლებების სისტემა ჩვენი დაზღვეულებისთვის, ისეთ მოთხოვნად და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სერვისებზე, როგორიცაა: სტომატოლოგიური ორთოპედია, ორთოდონტია, მხედველობის ვარჯიშები,სამკურნალო მასაჟი, ფიტნესი, აუზიდა ა.შ. თითქმის ყველა სერვისი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს დაზღვეულებს შეინარჩუნონ ყველაზე მთავარი- ჯანმრთელობა - აცხადებს თეონა გოდერიძე.
200 ლარამდე სადაზღვევო ანაზღაურების მომენტალური მიღებამომხმარებლებს სადაზღვევო კომპანიის ოფისებში შეეძლებათ 15 წუთში მარტივი პროცედურების საშუალებით. 200-ლარზე მეტი დანახარჯის შემთხვევაში კი თანხა ირიცხება დაზღეულის პირად საბანკო ანგარიშზე.
რაც შეეხება პროვაიდერებს, „არდის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით კომპანიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი არჩევანი აქვს.
„სადაზღვევო კომპანია „არდი" არის ჯანმრთელობის დაზღვევის ლიდერ კომპანიებს შორის ერთადერთიამ ეტაპზე, რომელიც არ ფლობსსაკუთარ სამედიცინო ცენტრებსა თუ ჰოსპიტლებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი სერვის-პროვაიდერების ქსელი არის ძალიან ფართო და ფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. აქ შედის ყველა ის კლინიკა, რომელიც არის მოთხოვნადი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში და ა.შ.",- აცხადებს თეონა გოდერიძე.
კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა კომპანიამ კორპორატიული დაზღვევის შემდეგ ინდივიდუალური დაზღვევის ბაზარზე შესვლაც, „არდის"პროდუქტების განვითარებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი, ამბობს, რომ დღეს მომხმარებლისთვის ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია, მოთხოვნა კი - დიდი. 14 მოქმედი სადაზღვევო კომპანიიდან მხოლოდ 2-3 მათგანი სთავაზობს მომხმარებლებს ამ ტიპის დაზღვევას და ისიც პაკეტების მცირე არჩევანის საშუალებით. ჩვენს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის თანახმად, ეს ფაქტორები ხშირად მომხმარებლებისთვის ყველაზე ხშირი უკმაყოფილების მიზეზი იყო.
ინდივიდუალური დაზღვევის ახალი პროდუქტის პირველ ბენეფიციარებს, რომლებიც ივლისის თვეში შეიძენენ "ვიტამინების" პოლისს, საჩუქრად გადაეცემათ მულტი-ვიტამინების კომპლექსი დაზღვეული პირის ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით.
რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის კრეატიულ სახელწოდებას, თეონა გოდერიძე „კომერსანტთან" განმარტავს, თუ რას ნიშნავს „ვიტამინები" და რატომ შეაჩერეს არჩევანი სწორედ ამ სახელწოდებაზე.
„როდესაც ვფიქრობდით სახელწოდებაზე, გვინდოდა მოგვეფიქრებინა ისეთი რამ, რაც ყველას თანაბრად სჭირდება - დიდს, პატარას, ქალს თუ მამაკაცს ასაკის მიუხედავად. ასეთი აღმოჩნდა ვიტამინი რომელიც გარდა იმისა, რომ არის პოზიტიურიტერმინი, ამავდროულად არის ყველასთვის საჭირო, იმისთვის რომ ვიყოთ ჯანმრთელები",- აცხადებს თეონა გოდერიძე.