„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთისა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე თავისი წილი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა,“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიცია ერთი ერთზე დარჩენილია საკუთარ, ხელოვნურად შექმნილ ბარიერებთან.
„ბევრი კრიტიკა მოვისმინე მეგობრებისაგან „ქართული ოცნების“ მისამართით - „რატომ არ მოაწერეს ხელი დანიელსონის დოკუმენტს მაშინვე?“ უამრავი კრიტიკა მოვისმინეთ ოპოზიციური ფლანგიდან, რომ დასავლეთის უკმაყოფილება - ორივე მონაწილე მხარის მიმართ, არა თანაბრად უნდა გადანაწილდეს, არამედ მეტწილად ხელისუფლებაზე.
ამ მოცემულობით ამოფარებულები დღემდე თავის მართლების რეჟიმში იმყოფებოდნენ. და აი, ეს დღეც გაუთენდათ. ფარი აღარ შველით. ერთი ერთზე არიან დარჩენილები საკუთარ ხელოვნურად შექმნილ ბარიერებთან და იმ კედელს უბრახუნებენ თავებს, რომელშიც ხელისუფლებამ საბოლოოდ გამოაღო შესასვლელი ჭიშკარი - დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთისა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე თავისი წილი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა“, - წერს ქართველიშვილი.