logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინტერესები და ამომრჩევლის სურვილები ყველაფერზე მაღლა დააყენა
- +

16 აპრილი. 2021. 21:33

 

ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებით, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერით „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინტერესები და ამომრჩევლის სურვილები ყველაფერზე მაღლა დააყენა.

 

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერით „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ საქართველოს ინტერესები, მოქალაქეების ინტერესები, ამომრჩევლის სურვილები დააყენა ყველაფერზე მაღლა. ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ ეროვნული ინტერესები დააყენა პარტიულ ინტერესებზე მაღლა. ეს არის ძალიან მისასალმებელი და ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - აცხადებს კალიურანდი „ქრონიკასთან“ საუბარში.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner