logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩემი ხედვა არის ევროპა, ხოლო საქართველო ევროპაში არის ჩვენი მოქალაქეების მისია
- +

14 ივლისი. 2016. 11:32


საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მე-13 საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზა" გახსნისას, რომელიც ბათუმის სასტუმრო "ჰილტონში" მიმდინარეობს, განაცხადა, რომ პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ ხედვა და მათ უნდა შეეძლოთ ამ ხედვის აღწერა თავიანთი მოქალაქეებისთვის.



აი, ევროპა, როგორც ჩვენ მას ვხედავთ, ევროპა, რომლის შესანარჩუნებლად ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ: ევროპა, რომელიც არის ღია, ტოლერანტული და აქტუალური მოქალაქეთათვის; თავდაჯერებული და, ამავე დროს, თავმდაბალი ევროპა; ევროპა გამყოფი კედლებისა და ბარიერების გარეშე; ევროპა, რომელიც მუშაობს თავისი უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას მსოფლიოს სხვა კუთხეებში. ერთი სიტყვით, ერთიანი და თავისუფალი ევროპა.

 

პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ ხედვა და მათ უნდა შეეძლოთ ამ ხედვის აღწერა თავიანთი მოქალაქეებისთვის. ჩემი ხედვა არის ევროპა, ხოლო საქართველო ევროპაში არის ჩვენი მოქალაქეების მისია.

 

ვიცი, ბევრი თქვენგანი იზიარებს საქართველოს ხედვას და დღევანდელი და ხვალინდელი დისკუსიების ფარგლებში იდეებსაც მოგვაწვდის ამ ხედვის ხორცშესასხმელად. ისტორიულად, ბათუმი ცნობილია, როგორც სერიოზული იდეების ქარხანა. ასე რომ, იყავით გამბედავნი, იყავით თავისუფალნი, იყავით ევროპელები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner