logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ შეცვლის გადაწყვეტილებას და მოაწერს ხელს შეთანხმებას
- +

16 აპრილი. 2021. 23:14

 

 

ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდი იმედს გამოთქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ გადაწყვეტილებას შეცვლის და დოკუმენტს ხელს მოაწერს.

 

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაფიქრდება, შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას და მოაწერს ხელს შეთანხმებას. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერისკენ და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ.

შეთანხმების მიღწევით საქართველო უნდა დაუბრუნდეს კრიზისის გარეშე პოლიტიკურ ცხოვრებას. პარლამენტი იქნება წარმომადგენლობითი, პარლამენტში იმუშავებს ოპოზიცია და გაგრძელდება რეფორმებზე მუშაობა.

ჩვენ ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ეს სჭირდება საქართველოს მომავალს და ეს სჭირდება ქართველ ხალხს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ოპოზიცია დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

მე მინდა მჯეროდეს, რომ ოპოზიციური პარტიები გაიზიარებენ ამ დოკუმენტს. ყველა მონაწილემ უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს და თუ ეს ასე არ მოხდება, სამწუხაროა, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაჭიანურებაში ისინი იქნებიან დადანაშაულებულები. საქართველო უნდა გამოვიდეს ამ კრიზისიდან და ეს გზა გადის დოკუმენტის ხელმოწერაზე. პირველი ნაბიჯი გადადგმულია და მმართველ პარტიას სხვები უნდა მიჰყვნენ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველა უყურებს ახლა ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალას. დროა დაიწყოს მუშაობა ნამდვილ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს წინაშეა. წარმომადგენლობითი პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას საარჩევნო კანონმდებლობაზე, მართლმსაჯულების საკითხებზე, პანდემიის გამო შექმნილ პრობლემებზე, კორონავირუსის გამო ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, ვაქცინაციაზე“, - აცხადებს კალიურანდი „ქრონიკასთან“.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner