logo_geo
eng_logo
ვახტანგ ბუცხრიკიძე: წელს ლარის კურსი საკმაოდ სტაბილური უნდა იყოს
- +

16 თებერვალი. 2016. 17:37


 

„თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ  თუ გარე ფაქტორები ზეგავლენას არ მოახდენს ფუნდამენტურ მაჩვენებლებზე, წელს ლარის კურსი საკმაოდ სტაბილური უნდა იყოს. ამის შესახებ ბუცხრიკიძემ  სასტუმრო „რედისონში" ბიზნესასოციაციის წევრებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, წლის პირველი კვარტალი - საუბარია იანვარ-თებერვალზე, ყოველთვის უფრო რთულია.


ეს სეზონიც უკვე დასასრულს უახლოვდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ გარე ფაქტორები ზეგავლენას არ მოახდენს ფუნდამენტურ მაჩვენებლებზე, წელს ლარი საკმაოდ სტაბილური უნდა იყოს", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner