„ტოიოტა ცენტრი თბილისის" დამფუძნებლის ირაკლი გურჩიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მადლობა მარტო იმისთვის ეკუთვნის, რომ „ნაციონალები" ჩამოაშორა ქვეყანას.
„მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც არასოდეს „ნაცმოძრაობა" არ დაუფინანსებია, თუ არ ჩავთვლით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამოძალულ და იძულებით გადახდილ თანხებს, ასევე, გიული ალასანიას უნივერსიტეტისთვის ფინანსურ გადარიცხვებს. რადგან, თუ შევეწინააღმდეგებოდი, გავკოტრდებოდი, არც ის იყო გამორიცხული, სანაცვლოდ ჯანმრთელობა, თავისუფლება ან სიცოცხლე დამეთმო.
ბატონ ივანიშვილს მადლობა მარტო იმისთვის ეკუთვნის, რომ ასეთი არაადამიანები ჩამოაშორა ქვეყანას. მინდა ხაზგასმით ვთქვა, დღეს ერთადერთი ძალა, რომელსაც თავისი მინუსების გამოსწორება და ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია, „ქართული ოცნებაა", - აცხადებს გურჩიანი.