logo_geo
eng_logo
პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
- +

17 აპრილი. 2021. 10:47

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტისთანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969  წელს დაბადებული ბ.გ. დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ჩაისუბანში,  ურთიერთშელაპარაკებისას,  ძმა - 1977 წელს დაბადებული ბ.გ.  სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.  პოლიციამ დანაშაულის  ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner