„სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სისტემა ემყარება სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ-სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს“, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, მოქალაქეებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ამბობენ, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება? ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა ემყარება სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს. მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ რუსეთთან გვაქვს ერთობლივი სამხედრო ჯგუფი, საჰაერო თავდაცვის ერთობლივი სისტემა კავკასიის რეგიონში და ამ შეთანხმების ლოგიკა შემდეგია: სომხეთზე თავდასხმა ნიშნავს რუსეთზე თავდასხმას. ჩვენ აქ უსაფრთხოების საერთო სისტემა გვაქვს”, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.