logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის უსაფრთხოების სისტემა ემყარება სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს
- +

17 აპრილი. 2021. 17:26

 

 

„სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სისტემა ემყარება სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ-სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს“, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, მოქალაქეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„ამბობენ, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება? ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა ემყარება სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს. მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ რუსეთთან გვაქვს ერთობლივი სამხედრო ჯგუფი, საჰაერო თავდაცვის ერთობლივი სისტემა კავკასიის რეგიონში და ამ შეთანხმების ლოგიკა შემდეგია: სომხეთზე თავდასხმა ნიშნავს რუსეთზე თავდასხმას. ჩვენ აქ უსაფრთხოების საერთო სისტემა გვაქვს”, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner