logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 30 ადამიანი გარდაიცვალა
- +

17 აპრილი. 2021. 17:27

 

 

„აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 30 ადამიანი გარდაიცვალა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 298 522 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 4 107 ადამიანი.

 

პორტალ Koronavirusinfo.az-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 325 034 დოზაა გამოყენებული, ვაქცინის პირველი დოზა 879 356 ადამიანს აქვს გაკეთებული, სრულად ვაქცინირებული კი 445 678 მოქალაქეა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner