logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საქართველოს და მის ხელისუფლებას აქვთ ძალიან მყარი მხარდაჭერა აშშ-ს მხირდან
- +

17 აპრილი. 2021. 20:53

 

 

„აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რა თქმა უნდა გაგრძელდება შესაბამისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს და მის ხელისუფლებას აქვთ ძალიან მყარი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან

 

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რაშიც ვრწმუნდებოდით მთელი ამ ასწლეულების განმავლობაში - აშშ არის ჩვენი მთავარი მეგობარი, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას აქვთ ძალიან მყარი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ეს კონკრეტულ ნაბიჯებშიც იქნება გამოხატული. ძალიან მჭიდროდ გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით.

 

საქართველო არის ძალიან მყარი პარტნიორი ჩვენს რეგიონში და ბუნებრივია, პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენს შორის თანამშრომლობის გაგრძელება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამ დიალოგის მიღმა, ბუნებრივია იყო რეგიონში არსებული მდგომარეობა, საქართველოს როლი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ამ რეგიონში და აქედან გამომდინარე ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ჩვენი რეგიონისთვის და ზოგადად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, განხილვის თემა ასევე იყო უკრაინა და ამერიკელ მეგობრებსაც აინტერესებდათ ქართული მხარის პოზიცია.

 

„ჩვენც გვაინტერესებდა მათი პოზიცია და ასევე ის, თუ როგორც უნდა ვითანამშრომლოთ ყველა ამ მიმართულებით. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner