„რაც შეეხება იმას, თუ რის საფუძველზე მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება და ხელი მოაწერა შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს... ჩვენთვის მთავარია, ვიმოქმედოთ სათანადო პასუხისმგებლობით, ჩვენი საზოგადოებისა და პარტნიორების წინაშე,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუსმენთ ყველას, საერთაშორისო პარტნიორებს, საზოგადოებას და ამის საფუძველზე ხდება ყველა ნაბიჯის გადადგმა. ზუსტად ამის საპირისპიროს აკეთებს რეალურად ოპოზიცია“, - აღნიშნა კობახიძემ.
16 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.