logo_geo
eng_logo
მედია: ჩეხეთიდან 18 რუს დიპლომატს გამოაძევებენ
- +

18 აპრილი. 2021. 02:00

 

 

ჩეხეთის ხელისუფლება ქვეყნიდან 18 რუს დიპლომატს გამოაძევებს. ამის შესახებ რუსული მედია პრაღაში რუს დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.

 

„დიახ, ჩეხეთის მხარემ გვაცნობა, რომ რუსეთის ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს“, - აცხადებენ საელჩოში.

 

უცხოეთის მედიის ცნობით, დიპლომატები რუსეთის დაზვერვაზე ფარულად მუშაობდნენ. ამასთან ჩეხეთის ხელისუფლებამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ამ პირებს კავშირი ჰქონდათ 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

 

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის უფროსმა დიპლომატმა ქვეყანა სამ დღეში უნდა დატოვოს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner