logo_geo
eng_logo
თბილისში დიზაინის განვითარების მასშტაბური პროექტი “დიზაინი საქართველოდან” იწყება
- +

14 ივლისი. 2016. 12:08



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დიზაინის განვითარების მასშტაბური პროექტის "დიზაინი საქართველოდან" პრეზენტაცია გაიმართა.


პროექტი „დიზაინი საქართველოდან - თბილისი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის შემოქმედებითი ცენტრი", რომელიც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიისთავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივითა და "ქრიეიტივ ჯორჯიას" ორგანიზებით ხორციელდება, თბილისში არსებული დიზაინის ინდუსტრიების პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და პირველ ეტაპზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზედა ახალგაზრდა დიზაინერების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.


პროექტის მეორე ეტაპი კი თბილისში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ითვალისწინებს.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში 5 დღიანი ინტერაქტიული სემინარი განხორციელდება, ამოქმედდება ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმა „თბილისი - რეგიონის შემოქმედებითი ცენტრი", მოეწყობა კონფერენცია - „თბილისი -აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის შემოქმედებითი ცენტრი", ასევე მოხდება პროექტის „შემოქმედებითი საქართველოს ფორუმში" ჩართვაც.


როგორც პრეზეინტაციაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად ხელი შეეწყობა ინოვაციურ იდეებს, წახალისდება კრეატიული სტრუქტურა, მეტი ადამიანი დასაქმდება შემოქმედებით ინდუსტრიებში, ასევე შემოქმედებით სექტორში განვითარდება დამწყები დამცირე მეწარმეობა.


ამავე პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად სხვადასხვა ბიზნეს სექტორებში მოხდება თანამედროვე დიზაინის ინტეგრირება, რაც საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.


ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ასევე ქართველი დიზაინერები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.


პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, დედაქალაქის მერიის, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner