საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ჩილედან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩამსვლელთათვის 10-დღიან სავალდებულო კარანტინი ამოქმედდება. ახალი რეგულაცია ძალაში რამდენიმე დღეში შევა, - ინფორმაციას France 24 საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვინც რეგულაციას არ დაემორჩილება, დაჯარიმდება.
ქვეყანას, ბრაზილიის შემთხვევისგან განსხვავებით, ჯერ არ აუკრძალავს ჩილესთან, ბრაზილიასთან და სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლა.
საფრანგეთის მთავრობა განმარტავს, რომ ბრაზილიის მიმართულებით და უკან ფრენები კორონავირუსის ახალი, ბრაზილიური შტამის გამო შეწყვიტეს. რაც შეეხება დანარჩენ სამ ქვეყანას - იქ გავრცელებული სხვა შტამები ისეთი საშიში არაა, როგორც ბრაზილიური ვარიანტი.