logo_geo
eng_logo
შსს პოლიციელების ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- +

18 აპრილი. 2021. 14:53

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე 3 პირი: 1979 წელს დაბადებული ვ.გ. 1990 წელს დაბადებული გ.უ. და 1992 წელს დაბადებული გ.უ. დააკავეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 17 აპრილს, ხაიშში სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების დროს პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების გაეწია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე ხაიშში დააკავა. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დაკავების მიზნით“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

პოლიციის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner