logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების" მთავარი მიზიდულობა ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვაა
- +

14 ივლისი. 2016. 12:17



„ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხდა, რომ დღეს სისტემური კუთხით, ბიზნესი ხელშეუხებელი, ადამიანის უფლებები ბევრად უფრო დაცული, მედიაგარემო თავისუფალი და რაც მთავარია, ჯანდაცვა ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია.



ეს არის ის ფუნდამენტი, რაზეც შემდგომი თაობის რეფორმები უნდა დაშენდეს. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი ეკონომიკის, განათლების სფეროების რეფორმა, ინფრასტრუქტურის განვითარება და საჯარო მმართველობის სისტემის მოდერნიზაცია იქნება.

ქართული ოცნების" ხელისუფლების საქმიანობის მთავარი მიზანი ადამიანის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვაა. ჩემთვის ეს არის მთავარი ღირებულება და ის მიზიდულობა, რაცქართულ ოცნებას" აქვს. ყველა მთავარი რეფორმა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, სწორედ ამას ემსახურებოდა.

მე მაქვს გამოცდილება დემოკრატიული მმართველობის და ადამიანის უფლებების სფეროში და სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის საკმაო გამოცდილება დამიგროვდა. მოსახლეობა იმ პროგრამის ღირებულებაში უნდა დავარწმუნოთ, რომელსაც ჩვენი გუნდი მალე წარადგენს. 8 ოქტომბერს მთავარი შეკითხვა იქნება, რომელი ძალა მოახერხებს, თქვენი და თქვენი შვილების მომავალი უკეთესი იყოს. გარწმუნებთ, ასეთი ძალა იქნებაქართული ოცნება", რომელიც მოახერხებს, მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადოს და თბილისიდან ყველაზე დაშორებულ ადგილებში მიიტანოს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner