ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიას რვა ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელი ქვეყნის დედაქალაქ კაიროს ჩრდილოეთით, კალიუბიის პროვინციაში რელსებიდან გადავიდა.
მატარებელი ქალაქ ალ-მანსურიდან კაიროში მიდიოდა. რელსებიდან გადასვლის შემდეგ, შემადგენლობის ექვსი ვაგონი გადატრიალდა.
ეგვიპტეში სარკინიგზო ავარია ბოლოს მიმდინარე წლის მარტში მოხდა. მაშინ ერთმანეთს ორი მატარებელი დაეჯახა.