logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

18 აპრილი. 2021. 22:52

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 981 წელს დაბადებულ ქ.ნ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ლაგოდეხში დააკავეს.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ნ.-მ პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს,  ცივი იარაღით , ხელის არეში დაზიანება მიაყენა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა  მუხლის პირველი  ნაწილით მიმდინარეობს, რაც  პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner