გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 50 წლამდე კაცი. მკვლელობაში ეჭვმიტანილია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 75 წლის კაცია, რომელმაც საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მიზეზი შურისძიებაა.
გარდაცვლილი და მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეზობლები იყვნენ და გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მიწის ნაკვეთის გამო ჰქონდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ეჭვმიტანილის დასაკავებლად საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.