logo_geo
eng_logo
თბილისის ზოოპარკს ახალი წევრი, პატარა ალპაკა შეემატა
- +

14 ივლისი. 2016. 12:23


თბილისის ზოოპარკს ალპაკა შეემატა. პატარას დაბალი, რბილი და ქუნქულა მატყლი ამშვენებს. შეფერილობითაც დედას ჰგავს.

 

„ახალშობილის დედას კარმენი ჰქვია. საბედნიეროდ, თავისი მოსახელე, ცნობილი კარმენის მსგავსად, ეჭვიანი დონ ხოსე არ დასტრიალებს თავს. საკმაოდ ბუნჩულა და კეთილმოსურნე ტომასი უზის ქმრად. შესაბამისად, დანებით სირბილის ნაცვლად, სიამტკბილობაში ატარებენ დროს,"- აცხადებენ თბილისის ზოოპარკში.


ალპაკა ძუძუმწოვარი ცხოველია და აქლემისებრთა ოჯახს განეკუთვნება. ისინი მოშინაურებული ჰყავთ ბოლივიისა და პერუს მთიან ადგილებში. სხვა ქვეყნებში მისი აკლიმატიზაციის ცდები უშედეგოდ დამთავრდა. იძლევა ძვირფას მატყლს. იყენებენ მის ხორცს და რძეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner