logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძემ წაბლანის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
- +

19 აპრილი. 2021. 14:03

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

 

„32 წელი გავიდა წაბლანის ტრაგედიიდან, ეს არის უმძიმესი დღე ამ კუთხის ისტორიაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს ეს ადამიანები და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

 

დაღუპულებს პატივი მიაგეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატებმა, თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ.

 

სტიქია 1989 წლის 19 აპრილს, სოფელ წაბლანაში მოხდა, რამაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის.

 

დაღუპულთა პატივსაცემად, 2020 წელს,  სტიქიის ადგილას მოეწყო სკვერი და განთავსდა მემორიალური დაფები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner