logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: უცნაურად დიდი კაცი იყო თენგიზ კიკალიშვილი...
- +

19 აპრილი. 2021. 18:20

 

 

კიკალაც მიდის, ხვალ ნეველის ეკლესიიდან გამოასვენებენ.

 

უცნაურად დიდი კაცი იყო თენგიზ კიკალიშვილი და ამიტომ დიდი ამბავი მოჰყვა თბილისში მისი კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლის დადგმას, თუმცა, გავიდა წლები და თვითონ ამბობდა -  ზუსტად ვიცოდი, აი, დადგა და დამკვიდრდა  იმ ადგილზე და აღარაფერი შეიცვლება, იქ ყველა დეტალი გათვლილია, სატევარის ზომიდან, ჯდომის მანერით დასრულებულიო და მერე სხვებმაც აღიარეს, რომ ეს  ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია თბილისში. მერე სარაჯიშვილის ძეგლი იყო, მერე ტერენტი გრანელის... 

 

ამ ბოლოს, თუ სადმე გადაეყრებოდი, მოგიყვებოდა, როგორი მაგარი გამოდის დათო ყიფიანის ქანდაკებაო... რა ვიცი, მგონი ვერ იყო  შესაფერისად შეფასებული და დაფასებული. სახელოსნოში  იპოვეს გარდაცვლილი... ღმერთმა გაანათლოს!!!

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner