„არ მიკვირს, ქართულმა ოცნებამ დანიელსონის დოკუმენტსაც მოაწერა ხელი და შარლ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერს, მათ შორის დიდი სხვაობა არ არის“, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტან ძაბირაძემ ONGO-სთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, გადამდგარი გიორგი გახარიას ფაქტორის გათვალისწინებითაც კი, მმართველ ძალას 43% ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება.
„არ ვფიქრობ, რომ მმართველ ძალას ადგილობრივ არჩევნებზე 43% აღება გაუჭირდეს. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ასე ჩანს, არანაირი პრობლემა არ ექნება.“
რაც შეეხება ოპოზიციას, ექსპერტი პარლამენტში არც "ნაციონალური მოძრაობის" შესვლას გამორიცხავს.
„სხვა შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას" ექნება პრობლემა, რადგანაც პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი პარლამენტში გადავა, პროცესი პარლამენტის მიმართ გააჩენს ინტერესს და არა ქუჩის მიმართ. ქუჩის მიმართ არანაირი ინტერესი უკვე აღარ არის, საზოგადოებას ეს არ აინტერესებს. აღარაფერს ვამბობ „ევროპულ საქართველოზე“, გიგა ბოკერია კომიკურ მდგომარეობაშია. ბოკერია-ჩერგოლეიშვილი ბოიკოტის რეჟიმში თუ დარჩებიან, მათ ისედაც მცირე ელექტორატს ნაციონალები.“ ვახტან ძაბირაძის განმარტებით, ბრიუსელში საბოლოოდ მიხვდნენ, რომ პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში თხოვნით კი არ უნდა მიმართო, არამედ მოთხოვნით.
„ახლა დადეს დოკუმენტი და პოლიტიკურ სპექტრს უბრალოდ მოსთხოვეს ხელის მოწერა, ამიტომაც, ახლა ყველამ დაიწყო ფიქრი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.