logo_geo
eng_logo
დღეს „არტ-ჰოლში“ ნოდარ ნიკოლაიშვილის საღამო გაიმართება
- +

14 ივლისი. 2016. 13:10


დღეს 20:00 საათზე „არტ-ჰოლში" კომპოზიტორ ნოდარ ნიკოლაიშვილის შემოქმედების 50-ე საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.


საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ანსამბლები: „ოთხი გია" და „იმერეთი", ასევე, მომღერლები: ნუგზარ კვაშალი, გელა ბერაძე, მიშიკო ზაქარეიშვილი, მამუკა ონაშვილი, გია დავითიანი, ტატო გოდერძიშვილი, ნინო ძოწენიძე, ჯარჯი ასათიანი და პოეტი ნანა ცინცაძე.


ნოდარ ნიკოლაიშვილმა მოღვაწეობა 1960-იან წლების მიწურულს დაიწყო. იგი იყო ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „ნერგების" მუსიკალური ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ „რეროს" პიანისტი, საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის რეჟისორი, ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სიმფო-ჯაზის დირიჟორი და ხელმძღვანელი, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ბიგ-ბენდის ხელმძღვანელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საესტრადო ანსამბლის ხელმძღვანელი.


ნოდარ ნიკოლაშვილს წლების განმავლობაში მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები: „ევროპა +", „ოქროს ნოტი" და „ოქროს კამერტონი". იგი, ასევე, არის მრავალი საერთაშორისო საესტრადო სიმღერის ფესტივალის ლაურეატი. 1992 წლიდან კომპოზიტორმა გამოუშვა შემდეგი ალბომები: „...და ღამეები სანთლებს მინთებენ", „დრო", საუკეთესო სიმღერების კრებული - „უცნაური შეხვედრები", „ჩემი ვერის უბანი", ახალი სიმღერების კრებული - „თბილისური ავტოგრაფი". თბილისში ოთხი საავტორო კონცერტი აქვს გამართული: 2002-2004 წლებში დიდ საკონცერტო დარბაზში, ხოლო 2007 წელს - ოპერისა და ბალეტის თეატრში. 2007 წელს შექმნა გარე ოპერა ორ მოქმედებად დიდ ქართველ მეფეზე ერეკლე მეორეზე - „ხვედრი მეფისა", რომელშიც მონაწილეობენ ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner