ავტორი ანა ფერაძე
"მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების" ახალ სახეები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" ოქტომბერში პარლამენტში უმრავლესობით შევა.
„ქართული ოცნების" ახალ სახეებს დადებითად შევაფასებ. „ოცნებამ" ისეთი სახეები შეარჩია, რომ მათმა საქმიანობამ და პოლიტიკურმა წარსულმა საზოგადოება არ გააღიზიანოს.
„ქართული ოცნება" საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის გარანტად რჩება. „ოცნება" არჩევნების შემდეგ პარლამენტში უმრავლესობით შევა", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.