logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობით შევა
- +

ავტორი ანა ფერაძე

14 ივლისი. 2016. 13:13


"მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების" ახალ სახეები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" ოქტომბერში პარლამენტში უმრავლესობით შევა.


„ქართული ოცნების" ახალ სახეებს დადებითად შევაფასებ. „ოცნებამ" ისეთი სახეები შეარჩია, რომ მათმა საქმიანობამ და პოლიტიკურმა წარსულმა საზოგადოება არ გააღიზიანოს.

 

„ქართული ოცნება"  საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის გარანტად რჩება. „ოცნება" არჩევნების შემდეგ პარლამენტში უმრავლესობით შევა", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner