logo_geo
eng_logo
როგორ გადაბარგდა მიხეილ სააკაშვილის კლანი საქართველოდან უკრაინაში
- +

4 მარტი. 2016. 17:39



არავისთვის საიდუმლო არაა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის მიმართაც სამშობლოში ძებნაა გამოცხადებული ჩადენილი დანაშაულების გამო, თავის გუნდს აყალიბებს როგორც ოდესის ოლქში, ასევე ზოგადად უკრაინაში სამუშაოდ. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ქართველები - ზოგიერთმა უკრაინის მოქალაქეობა უკვე მიიღო, ზოგი კი ახლა სწავლობს უკრაინულ ენას - აშკარად ამის დადასტურებაა. რატომ აქვთ სწორედ მათ მთელი რიგი უპირატესობები სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნისას? რატომ იმალება ზოგიერთი ქართველი „სპეციალისტი", რომლებთაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მფარველობს, მმართველობის სფეროში გამოუცდელ, მაგრამ მაღალ თანამდებობაზე დანიშნული ახალგაზრდა უკრაინელის უკან? რა მიზნები აქვთ „ლტოლვილ" ქართველებს" კრიზისით მოცულ უკრაინაში?


ქართველები ხელისუფლებაში: „პირველი ეშელონი"


მოდით, თავდაპირველად ქართველი ხალხის ყველაზე ცნობილ წარმომადგენლებზე ვისაუბროთ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების საჭესთან (და იმავდროულად საკვებ ბაგასთან) დგას.


გიორგი ლორთქიფანიძე - უკრაინის შსს ოდესის საოლქო სამმართველოს უფროსი. მიხეილ სააკაშვილის ძველი მეგობარი. მისი პრეზიდენტობის დროს იყო საქართველოს შს მინისტრის მოადგილე. მრავალი თვითმხილველი ამბობს, რომ გიორგი ლორთქიფანიძე ცოფიანი რუსოფობი პიროვნებაა, აწამებდა განსასჯელებს და მათ აიძულებდა, ეღიარებინათ, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ან მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აგენტები არიან. საპყრობილეში გადაღებულ წამებისა და გაუპატიურების ვიდეოკადრებზე მკაფიოდ მოჩანს საქართველოს შს მინისტრის მოადგილის სახე. სწორედ ასეთი ვიდეოკადრების გამოქვეყნებამ დააჩქარა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დაცემა. მის სამშობლოში ოდესის ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული.


დავით საყვარელიძე - უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე, იმავე დროს ოდესის ოლქის პროკურორი. აღსანიშნავია, რომ 25 წლის ასაკში იგი უკვე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოში. გარდა ამისა, დავით საყვარელიძის სასამსახურო კარიერაში მას ვხედავთ გენპროკურორის პირველ მოადილედ, ქალაქ თბილისის პროკურორად... უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა ქართველი ჩინოვნიკი ყოველთვის ჭკვიანურად ირჩევდა მეგობრებს: მისი ერთ-ერთი ძმაკაცი იყო თბილისის ექს-მერი, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც ამჟამად ციხეში ზის და სასჯელს დედაქალაქის ბიუჯეტის უყაირათოდ ხარჯვისათვის იხდის. მისი კიდევ ერთი მეგობარია იუსტიციის ექს-მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, ოდიოზური პიროვნება, რომელიც „ნაციონალების" მმართველობის პერიოდის ქართულ პოლიტიკაში „რუხი კარდინალის" როლს ასრულებდა. იგი საქართველოში ძებნილადა გამოცხადებული და, რასაკვირველია, უკრაინის ხელისუფლებაში უცხოელ მრჩევლად მუშაობს (ამაზე ქვემოთ). სხვათაშორის, დავით საყვარელიძე ერთ-ერთი ფიგურანტია იმ საქმისა, რომელიც თბილისის რიყის პარკის ტერიტორიაზე კომერციული ფართობების უკანონო ყიდვა-გაყიდვას ეხება 2006 წელს. გარდა ამისა, ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი დავით საყვარელიძეს ბრალს დებს დიდი თანხების გამოძალვაში კონკრეტული პირებისაგან და ძვირფასეულობების მითვისებაში.


ზურაბ ადეიშვილი - საქართველოს იუსტიციის ექს-მინისტრი და მიხეილ სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლი, რომელიც ძებნაშია ჩადენილი დანაშაულების გამო. იმ სქემების წყალობით, რომელიც ზურაბ ადეიშვილმა და დავით საყვარელიძემ შეადგინეს, მიხეილ სააკაშვილის სანქციით, კორუფცია საქართველოში ახალ დონეზე ავიდა. მათ მცირე და საშუალო ბიზნესს ხარკი შეაწერეს. ბიზნესმენები იძულებულნი იყვნენ, „ნებაყოფლობით" გადაეხადათ მსხვილი თანხები, რითაც პოლიციელებს და „სამართალდამცველ" ჩინოვნიკებს ხელფასებს უზრდიდნენ და პრემიებს აძლევდნენ. სწორედ იუსტიციის ექს-მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, შინაგან საქმეთა ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად (ეს უკანასკნელი მსჯავრდებულია) ცხოვრებაში გაატარა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დოგმა „ნულოვანი ტოლერანტობა - ყველა საპყრობილეში!" და ციხეში ჩასვა ასი ათასზე მეტი ადამიანი. ამრიგად, საქართველომ ყოველ ასი ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე და ევროპაში საპატიო პირველი ადგილი დაიკავა. დღეისათვის ზურაბ ადეიშვილს საქართველოში დაუსწრებლად  მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა წამებასა და ცემაში მონაწილეობისათვის.


ეკა ზღულაძე - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, წარსულში კი - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი. ეს ერთი შეხედვით სუსტი ქალი მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილედ მუშაობდა (ვ.მერაბიშვილი დღეს ციხეში ზის). შეიძლება ვინმემ იმის მტკიცება დაიწყოს, რომ ეკა ზღულაძემ თავისი ბოსის დაუნდობელი ქმედების შესახებ არაფერი იცოდაო, მაგრამ ფაქტები პირიქით მეტყველებენ. მისი ერთ-ერთი ბოლო საეჭვო ქმედება მსოფლიომ გაიგო - ეკა ზღულაძე შეეცადამ უკრაინიდან 4 მილიონი დოლარი გაეტანა.


ხატია დეკანოიძე - საქართველოს განათლების ექს-მინისტრი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მუშაობდა საქართველოს პოლიციის აკადემიის რექტორად. იმავე თანამდებობაზეა უკრაინაშიც - იგი კიევში პოლიციის ეროვნულ აკადემიას ხელმძღვანელობს და „განზრახული" აქვს, უკრაინის საპოლიციო განათლების სფეროში საბჭოური გადმონაშთები აღმოფხვრას. ხატია დეკანოიძე ეკა ზღულაძის უახლოესი დაქალია. სამშობლოში მას ბრალი აქვს წაყენებული სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში.


გიზო უგლავა - უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე, მანამდე კი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ მუშაობდა. გიზო უგლავა „პოპულარული გახდა" კორუფციასა და სხვა მრავალ დანაშაულში ბრალდებული თბილისის ექს-მერის ადვოკატობით. ცალკე უნდა აღინიშნოს ის, რომ უკრაინის პრესა გიზო უგლავას საქართველოს პროკურატურის სისტემის რეფორმატორად და კორუფციასთან მებრძოლად წარმოსახავს, მაგრამ მკითხველი შეიძლება დაინტერესდეს - თუ გიზო უგლავა კორუფციას მედგრად ებრძოდა, მაშინ რატომ იცავდა კორუფციაში ბრალდებულ გიგი უგულავას? პასუხი ამ კითხვაზე ჯერ არ გვაქვს, მაგრამ სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ გიზო უგლავა საქართველოში იძებნება... არ გაგიკვირდეთ - სწორედ კორუფციისა და კრიმინალური დანაშაულისა გამო.


ალექსანდრე კვიტაშვილი - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ჟამს, დღეს კი იმავე თანამდებობაზე ზის უკრაინის მთავრობაშიც - ჯანდაცვის მინისტრია. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ კვიტაშვილს პროფილური (სამედიცინო) განათლება არ აქვს, სამაგიეროდ მან ორი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა ისტორიკოსისა და სახელმწიფო მართვის სპეციალობით. საქართველოში ჯანდაცვის ექს-მინისტრი უკვე თითქმის აღარ ახსოვთ და თუ იხსენებენ, ასეთ კომენტარს აკეთებენ: „როგორ შეიძლებოდა კვიტაშვილის უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნა, მან ხომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მთლიანად დაანგრია?".


გიორგი გრიგალაშვილი - უკრაინის ეროვნული პოლიციის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, მანამდე კი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, იგი საქართველოს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი გახლდათ. სწორედ ესაა გიორგი გრიგალაშვილის ბიოგრაფიის საკვანძო მომენტი: სწორედ გრიგალაშვილის უწყებამ დაარბია ოპოზიციის მიტინგი 2011 წლის 26 მაისს თბილისში, რომლის დროსაც აქციის მონაწილეები დაიღუპნენ (ზოგიერთი ცნობით, ისინი პოლიციელებმა დახოცეს). მოგვიანებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გიორგი გრიგალაშვილი დაკითხეს, ხოლო მის უფროსს - შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, სხვა ბრალდებებთან ერთად, მიტინგის დარბევის ფაქტის გამოძიების დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება წაუყენეს. ქართულ პრესაში შეიძლება მოვძებნოთ ძალიან ბევრი მაგალითი იმისა, თუ როგორ აჭარბებდა საპატრულო პოლიციის უფროსი თავის უფლებამოსილებას, მაგალითად, თავდაცვის ექს-მინისტრის გიორგი ყარყარაშვილის მძღოლის მიმართ და ა.შ.


ყველა ამ პიროვნების მიმართ, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები გახდნენ და ჩვენს მთავრობაში თანამდებობები მიიღეს, ვითომდა რეფორმების გასატარებლად, დამოკიდებულება შეიძლება ორი სიტყვით გამოიხატოს: „ნულოვანი ტოლერანტობა".


ქართველები ხელისუფლებაში: „მეორე ეშელონი"


ახლა გადავიდეთ ჩვენი გამოკვლევის მეორე თავზე, რომელშიც ქართველი ხალხის კიდევ რამდენიმე „საუკეთესო წარმომადგენლების" საქმიანობას გაგაცნობთ ჩვენს ქვეყანაში. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩამოყვანილი პირების სია საკმაოდ ვრცელია და მასში ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს დაინახავთ, რომლებიც უცნობია როგორც უბრალო უკრაინელებისთვის, ასევე თვით ქართველებისთვისაც. ამიტომაც ვისაუბროთ „რეფორმატორთა გუნდზე", რომლის წევრები ოდესის გუბერნატორის მოიწვია.


გიორგი ცხაკაია - ოდესის ოლქის გუბერნატორის მრჩეველი, მუშაობდა საქართველოს შემოსავლების უწყების ხელმძღვანელად. დავაზუსტებთ: სწორედ გიორგი ცხაკაია დგას ოდესის საბაჟოს უფროსის, არაპროფესიონალ იულია მარუშევსკაიას ზურგს უკან. გიორგი ცხაკაია ფორმალურად საბაჟოს უფროსის მოადგილეა, მაგრამ რეალურად ყველა გადაწყვეტილებას ის იღებს;


ლევან დუჩიძე - მუშაობს ბიზნეს-ანალიტიკოსად და საგარეო კავშირების კოორდინატორად ორგანიზაცია „ინიციატივები უკეთესი უკრაინისათვის". საქართველოში კი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო;


სერგო ქავთარაძე - ტრენინგებისა და ელექტრონული შესყიდვების კოორდინატორი ოდესის ოლქში. მუშაობდა თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად. იძებნება ქართველი სამართალდამცველების მიერ, საბიუჯეტო თანხების განიავების გამო;


მერიკო კოკაია - ოდესის გუბერნატორის თანაშემწე მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებში;


დავით ჩანტლაძე - იგი საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრად მუშაობდა, დღეს კი ოდესის ოლქის გუბერნატორის ადმინისტრაციაში მუშაობს (თანამდებობა ვერ გავარკვიეთ);


თემურ ნიშნიანიძე - ოდესის ოლქის გუბერნატორის მრჩეველი, მანამდე კი ოდესაში საქართველოს გენერალურ კონსულად მუშაობდა. საინტერესოა, რომ 2010 წელს, როცა დონეცკში მუშაობდა საქართველოს გენკონსულად, იგი შემჩნეულია უკანონო ქმედებებში: ხელს უწყობდა დონბასში ქართველების ჩაყვანას არჩევნების ჩაშლის მიზნით;


ალეკო სოკურაშვილი - მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი, 24 წლის. ზუსტად არავინ იცის, რითია იგი დაკავებული - ვოლონტერია თუ გუბერნატორის თანაშემწე. ზოგჯერ ალეკო სოკურაშვილი საკუთარ თავს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტად ასაღებს, ზოგჯერ კი - საოლქო ადმინისტრაციის თანამშრომლად.. როცა ოდესის მერს ირჩევდნენ, იგი აქტიურად მხარს უჭერდა და პიარს უკეთებდა მიხეილ სააკაშვილის ფავორიტს ალექსანდრ ბოროვიკს, თუმცა წარუმატებლად;


გიორგი ვაშაძე - იგი ადრე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეგისტრაციის სააგენტოს ხელმძღვანელობდა, ახლა კი ოდესის გუბერნატორის თანაშემწის თანამდებობას იკავებს, პარალელურად კი თავისი უფროსის მიერ ინიცირებულ „ანტიკორუფციულ ფორუმებში" მონაწილეობს. სწორედ მას ეკუთვნის ფრაზა - „ომი საუკეთესო დროა რეფორმების განსახორციელებლად".


საერთოდ კი, ომზე საუბრისას, უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ირაკლი ქურასბედიანი დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბატალიონ „დონბასის" ინსტრუქტორია, იქვეა საქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილი პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილიც, რომელსაც ადრე თელავის ბატალიონის უფროსი იყო.



საით მივყავართ ქართველრეფორმატორებს"


ზემოთ ჩამოთვლილ პერსონების გარდა, ოდესაში და ზოგადად, მთელ უკრაინაში კიდევ ბევრი ქართველი შეიძლება მოიძებნოს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეკომენდაციებით სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობენ. ზოგი რჩევებს და რეკომენდაციებს შორიდან იძლევა, მაგალითად, საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი მიხეილ მაჭავარიანი და ქვემო ქართლის ექს-გუბერნატორი დავით კირკიტაძე, ზოგი კი ახლოდან, რომლებიც უკრაინაში მტკიცედ არიან მოკალათებულნი - მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი არველაძე, რომელიც კიევში პირველი კერძო ამერიკული უნივერსიტეტის გახსნის პროექტითაა დაკავებული, ან ქართველი „რეფორმატორი" დავით კიზირია, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩევლის რანგში ვხედავთ.


მთელ ამ „ქართული ელიტას", რომელიც მიხეილ სააკაშვილზე მუშაობს, ერთადერთი მიზანი აქვს: არა რეფორმების გატარება, როგორც ამას რიგითი უკრაინელი ფიქრობს, არამედ დიდ ბიზნესში და პოლიტიკაში ბანალური დაბრუნება. ფაქტია, რომ თავიანთ სამშობლოში ეს ხალხი არავის სჭირდება, მაგრამ ისმება კითხვა - რატომ?


პასუხი ძალიან უბრალოა: ყველა მათი რეფორმა ჩაფიქრებული და რეალიზებული იყო მხოლოდ იმისთვის, რომ კორუფცია უფრო ახალ და მაღალ დონეზე გადაეტანათ. კი, „შოკური ღონისძიებების" შედეგად დაბალი დონის პოლიციელებმა და ჩინოვნიკებმა, რაიონული ქალაქების მერებმა ქრთამის აღება შეწყვიტეს, მაგრამ უმაღლესი დონის ჩინოვნიკებს შემოსავლები საოცრად მოემატათ.


ედუარდ შევარდნაძის დროს კორუფციული გარიგებები ბიუჯეტის მიღებამდე ხდებოდა, ბიუჯეტს მიღებამდე ძარცვავდნენ, ამიტომაც იყო მცირე და ამიტომაც იყო ხელფასები დაბალი. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს კი აიგო სისტემა - კორუფცია ბიუჯეტის მიღების შემდეგ. ყველა ფული თავს ბიუჯეტში იყრიდა, ის დიდდებოდა, შვიდი მილიარდი გახდა, მაგრამ მერე ფულები სად მიდიოდა ან როგორი [შენიღბვით] მიდიოდა, ეს უკვე არავინ იცოდა. შეიძლება ხუთმა ადამიანმა მართლაც იცოდა, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის უახლოესმა მეგობრებმა", - ამბობს სოფიო ხორგუანი, რომელიც 2007-2010 წლებში საქართველოს ომბუდსმენის მოადგილედ მუშაობდა.


სასაცილო უნდა იყოს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც თავის ისტორიულ სამშობლოში კორუფციაშია დადანაშაულებული, მეორე სამშობლოში ანტიკორუფციულ ფორუმებს მართავს, თანაც თავისი ახალი სამშობლოს ხელისუფლებას, რომელმაც გაქცეული შეიფარა და სამსახური მისცა, ახლა კორუფციაში ადანაშაულებს. დიახ, სასაცილო უნდა იყოს, მაგრამ საშინელებაა ეს ყველაფერი...


მაშ, რატომ ჰყავს ამდენი თანამემამულე ირგვლივ ოდესის გუბერნატორს? რა მიზანი აქვს დასახული მიხეილ სააკაშვილს, როცა თანამდებობებზე საეჭვო და ძებნილ ადამიანებს ნიშნავს? ხომ ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის რეფორმების გამოცდილება მხოლოდ ორ სიტყვაში გამოიხატება - „ნულოვანი ტოლერანტობა"? რა აზრია ჩადებული მის ნათქვამში - „გადავაქციოთ ოდესა 2011 წლის თბილისად"? ანუ კორუფცია მაღალ ეშელონებში და ასობით ათასი ადამიანი ციხეში?


ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ცნობილ ოდესელ პოლიტიკურ მოღვაწეს ვიაჩესლავ აზაროვს მივმართეთ: „ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი თავის თანამემამულეებს ირგვლივ რამდენიმე მიზეზის გამო იკრებს: პირველი - ძმაკაცებს საკვები ხომ უნდა ჰქონდეთ? მათთვის ქართული საკვები ბაგა დაიხურა, დასავლეთში კი მათ არავინ სამსახურს არ მისცემთ; მეორე - ტოტალური უნდობლობა ადგილობრივი უკრაინელი პოლიტიკოსების მიმართ, „მაიდნელების" წარმომადგენლების მიმართაც კი. რამე რომ მოხდეს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინელების იმედი მაინცდამაინც არ ექნება... კიდევ ერთი მიზეზი: უკრაინელ საზოგადოებრივ აქტივისტებს მის გუნდში მუშაობისათვის საჭირო გამოცდილება არ აქვთ და ამიტომაც მათ საპასუხისმგებლო თანამდებობებს არ ანდობენ და თუ ვინმე უკრაინელი მაინც იკავებს ასეთ თანამდებობას, ეს უბრალოდ, დეკორაციაა, მათ ზურგს უკან საქმეებს ისევ ქართველები აკვარახჭინებენ. და ბოლოს - ქართველივარიაგები" შემოწმებული გუნდია, რომლებიც საქართველოში მათ მიმართ არსებული კომპრომატების შიშით, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებებს უფრო კარგად შეასრულებენ, ვიდრემაიდნელი" ელიტა...

 

რეფორმების ლოზუნგები უკვე ჟანრის კრიზისს ნიშნავს. უკრაინელებს ყელში აქვთ ამოსული ლოზუნგები რეფორმების გარეშე. ქართველ რეფორმატორებს ახლის გამოგონება აღარ შეუძლიათ. რეალური ამომრჩევლის ბედი მათ არ აინტერესებთ".


დასკვნის გაკეთების დრო მოახლოვდა:


ნათელი ხდება, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი არა მხოლოდ იმას ცდილობს, რომ რეგიონი სრულად ჩაიგდოს ხელში თავისი ერთგული ვასალების მეშვეობით, არამედ თავისთვის პლაცდარმს ამზადებს „უკრაინის მაღალ ელიტაში" გადასახტომად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გავა რამდენიმე წელი და უკრაინელებს, ქართველების მსგავსად, სამზარეულოში ჩურჩულისაც კი შეეშინდებათ და შიშნარევ მზერას მიაპყრობენ კარს - ვინმეს ნაბიჯის ხმა ხომ არ ისმის, არავინ გვისმენდესო...



სტატიის ქართულენოვანი ვერსია: გლობალური კვლევების ცენტრი


იულია გავრილჩუკი (გაზეთი „პოლიტიჩესკიე იზვესტია")


http://izvestia.kiev.ua/blog/show/83968







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner