„ზურაბ ჟვანია ჩემთვის პოლიტიკოსის სახეა, მის მერე ვერავინ დავინახე ასეთი. ზურა რომ ყოფილიყო ცოცხალი, სულ სხვანაირი ვითარება იქნებოდა. ძალიან განვიცადე დედამისის გარდაცვალება. სამწუხაროდ, იმ პერიოდში სახლიდან გასვლა აკრძალული იყო პანდემიის გამო და ოჯახს ტელეფონით მივუსამძიმრე“, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ელენე თევდორაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ალბათ, ისე წავალ ამ ქვეყნიდან, ვერ გავიგებ სიმართლეს, თუ რატომ მოკლეს ზურაბ ჟვანია. ძალიან მაღიზიანებს ერთი რამ - ყოფილი პოლიტიკოსები, რომლებიც მაშინ დეპუტატები ან სხვა უფრო მაღალ თანამდებობებზე იყვნენ, იმდენ ტყუილს ამბობენ, მინდა ვუთხრა, არ გრცხვენიათ, მე მრცხვენია თქვენ მაგივრად-მეთქი. მე არ მილაპარაკია არასოდეს შიდა სამზარეულოზე, არც ახლა ვიტყვი რამეს, მაგრამ როცა ტყუიან, უბედურებაა. მე ხომ ვიცი, მაშინ რა რეალობა იყო“, - განაცხადა თევდორაძემ.