logo_geo
eng_logo
ლანჩხუთის ტყეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
- +

20 აპრილი. 2021. 13:26

 

ლანჩხუთის ტყეში 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 წინასწარი ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი წარსულში ნასამართლევი იყო.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner