ლანჩხუთის ტყეში 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
წინასწარი ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი წარსულში ნასამართლევი იყო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.