logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: აჭარაში უმაღლესი ევროპული სტანდარტის არჩევნები უნდა ჩატარდეს
- +

14 ივლისი. 2016. 14:31


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ პატარაძე აჭარაში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნა. ამის პარალელურად, ქვეყნის პირველმა პირმა პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარუდგინა.



პრეზიდენტმა არჩილ ხაბაძეს მალობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რომელიც წლების განმავლობაში განახორციელა.



მე დღეს დავდივარ აჭარაში, რომელიც სავსე არის ტურისტებით; სავსე არის ძალიან შთამბეჭდავი ახალი პროექტებით და მე მინდა ვუსურვო ბატონ ზურაბ პატარაძეს ამ მნიშვნელოვანი მისიის გაგრძელება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



ზურაბ პატარაძისადმი პრეზიდენტის კიდევ ერთი გზავნილი აჭარაში არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩატარებაა.



ბატონ ზურაბთან, ბუნებრივია, ჩემი ძალიან მტკიცე პოზიცია და მთავარი გზავნილია არის, რომ აჭარაში უნდა ჩატარდეს უმაღლესი ევროპული სტანდარტის არჩევნები და ასევე, ის ეკონომიკური პროცესი, რომელიც ახლა რეგიონში მიმდინარეობს და გაგრძელდება - ეს არის როგორც ტურისტული სეზონი, ასევე, სასოფლო-სამეურნეო სეზონი, ეფექტურად იქნას წარმართული", - განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner