logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: ოდესის აეროპორტმა შესაძლოა, ფუნქციონირება შეაჩეროს
- +

14 ივლისი. 2016. 14:34


ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სააგენტო „უკრინფორმს" განუცხადა, რომ ოდესის აეროპორტმა შესაძლოა, ფუნქციონირება შეაჩეროს.



მისი თქმით, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ასაფრენი ბილიკის რემონტის, ან ახალი ბილიკის მშენებლობის გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა მიიღოს.



მათ ფული აქვთ და ნუ მეუბნებიან კიევიდან, რომ ამ პრობლემის შესახებ მათ არ იციან. თუ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი არ შეკეთდება, ოდესის აეროპორტი შეიძლება გაჩერდეს - მე მათ ვაფრთხილებ", - განაცხადა სააკაშვილმა კიევი- ოდესის ახალი რეისის პრეზენტაციაზე.



სააკაშვილის ინფორმაციით, 2017 წელს აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა დასრულდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner