logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: მათ, ვინც შეთანხმებაზე ხელმოსაწერად არ მივიდა, შეუძლიათ, ნებისმიერი რამ მოიმიზეზონ სახის გადასარჩენად
- +

20 აპრილი. 2021. 16:12

 

„მე დავინახე ცერემონიაზე, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო. ვინც გუშინ არ მივიდა შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ან ამ დრომდე აჭიანურებენ შეთანხმებას შეუერთდეს, ისინი, პირდაპირ გეტყვით, არიან უმცირესობაში. მათ უკვე ნებისმიერი რამ შეუძლიათ თქვან, ნებისმიერი რამ მოიმიზეზონ სახის გადასარჩენად. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინიც საბოლოო ჯამში შეთნხმებას შეუერთდებიან და პარლამენტში შევლენ, მაგრამ ახლა ამას უკვე იმხელა დატვირთვა და მნიშვნელობა აღარ აქვს,“ - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განუცხადა და შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმოწერის გაფორმება შეაფასა.

 

„უმრავლესობამ უკვე მოაწერა ხელი ევროკავშირის დოკუმენტს და ამით ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა. გუშინ პრეზიდენტთან სასახლეში „ნაციონალური მოძრაობიდან“ უკვე ინდივიდუალურ წევრად იმყოფებოდა პარლამენტარი. ის იქნება ოპოზიციის ნაწილი. მე ვიმედოვნებ, რომ ოპოზიცია პარლამენტში იქნება აქტიური. მე მინდა ვთქვა და ხაზი გავუსვა იმას, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და ეს მოხდა გუშინ. დანარჩენი ახლა უნდა დაეწიონ მათ, ვინც მართებული ნაბიჯი და საქართველოს სასიკეთო გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. ისინი კი ვინც გუშინ ღონისძიებაზე არ იყვენენ წარმოდგენილი, აუცილებლად მიხვდებიან და არ მოისურვებენ კუთხეში მარტო ყოფნას. ისინიც აიღებენ მანდატებს და დაიწყებენ პარლამენტში მუშაობას“, - განაცხადა კალიურანდმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner