განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ სტუდენტური თვითმმართველობების არსებობა აუცილებელია. თუმცა, როგორც ჯეჯელავამ „პალიტრა ნიუსთან" საუბარში განმარტა, თვითმმართველობები უნდა ემიჯნებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა თუ აქტივისტებს.
„არსებობს ცდუნება პოლიტიკური პარტიებიდან, აქტივისტების მხრიდან, რომ შეეცადონ ჩართონ სტუდენტები სხვადასხვა აქტივობაში. ჩვენი სამინისტრო საფუძვიანად რეაგირებს ასეთ საკითხებზე და მინდა ყველას შევთავაზო, რომ ჩვენი ცხელი ხაზიც გამოიყენონ ამ საქმისთვის.
სტუდენტები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული უნივერსიტეტის საქმიანობაში. ჩვენ გვჭირდება მუდმივად მოქმედი ორგანო სტუდენტების, რომელიც იქნება დემოკრატიული, გახსნილი, მრავალრიცხოვანი.
ყველა, მინისტრი, თვითმმართველობის წევრი თუ ნებისმიერი სტუდენტი უნდა გავერთიანდეთ და არ დავუშვათ თვითმმართველობაზე ზეწოლა. საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლება, მოგვცემს საშუალებას, რომ დამოკიდებულება შეიცვალოს და თვისობრივად უკეთესი სისტემა მივიღოთ", - ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.