logo_geo
eng_logo
13 ივლისს ბათუმში A’studio-ს სოლო კონცერტი გაიმართა
- +

14 ივლისი. 2016. 14:37


13 ივლისს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე A'studio-ს სოლო კონცერტი გაიმართა. ეს A'studio-ს რიგით მეორე კონცერტია საქართველოში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2016 წელი ჯგუფის ქართველი მსმენელისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. კონცერტი საათ ნახევარი გაგრძელდა. შეასრულეს, როგორც ძველი ჰიტები, ასევე ახალი სიმღერებიც.


14 თებერვალს ჯგუფმა ახალი სიმღერა „Вот она любовь" გამოუშვა, რომლის კომპოზიტორი გიგა კვენეტაძე გახლავთ. კლიპში ქეთა პირველად გამოჩნდა ორსულობის პერიოდში. ჯგუფმა ეს სიმღერა კონცერტზეც შეასრულა და ქეთას პატარა ქალიშვილს - ოლივიას მიუძღვნა.


 მოდის მოყვარული და გემოვნებიანი ქეთა თოფურიას სასცენო იმიჯი საქვეყნოდ ცნობილია, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. კონცერტზე, რომელიც გუშინ გაიმართა ქეთამ მოკლე შავი კაბა მოირგო, რომელსაც წელს ქვევით ლურჯი ნაჭრის ორნამენტი ამშვენებდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner