ზუგდიდიდან თბილისისკენ მომავალი მატარებელი, სადგურ აჯამეთთან ახალგაზრდა ბიჭს დაეჯახა. ინდორმაციას Report.ge ავრცელებს. შეჯახების შედეგად, ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია Report.ge-ს „საქართველოს რკინიგზაში“ დაუდასტურეს.
მათი ცნობით, ამ დროისათვის რეისი შეფერხებულია და მიმდინარეობს შემთხვევის გამომწვევი მიზეზების მოკვლევა.
„ზუგდიდი-თბილისის რეისზე მომავალი მატარებელი, სადგურ აჯამეთთან მოქალაქეს დაეჯახა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება მომხდარის მიზეზები. რეისი ამ დროისათვის შეფერხებულია. შემთხვევის შედეგად მოქალაქე გარდაიცვალა“, - აცხადებენ „საქართელოს რკინიგზაში“.