logo_geo
eng_logo
ქართველ მსახიობი ბონდ მღებრიშვილი ჰოლივუდის მსახიობ ლინდსი ლოჰანთან ერთად ახალ ფილმში...
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

4 მარტი. 2016. 17:43


 


ბელგიაში ცნობილ ქართველ მსახიობ ბონდ მღებრიშვილს ახლა უკვე ჰოლივუდურ ფილმში იღებენ, სახელწოდებით „ ჩრდილში" (The shadow within), ფილმის რეჟისორი ტიაგო მესქუტაა  (Tiago Mesquita), სადაც ჰოლივუდის ცნობილ მსახიობ ლინდსი ლოჰანთან ერთად მონაწილეობს.  როგორც მსახიობი „რეპორტიორთან" ინტერვიუში ამბობს,  მის პერსონაჟს „მეისონი" „Meison" ჰქვია და ფილმში მსახიობ შარლოტა ბეკეტის (Charlotte Beckett) გმირის დაუძინებელი მტერი ხდება. ამ ყველაფერს კი ყველასთვის ცნობილი მსახიობი ლინდსი ლოჰანი, ფილმში კი, დეტექტივი პატრიცია იძიებს.  ბონდის თქმით, ფილმის პრემიერა სავარაუდოდ 2017 წელს შედგება.


„ალბათ, თითქმის ყველა მსახიობის ოცნება ჰოლივუდში მოხვედრაა, თუნდაც ერთ ფილმში მონაწილეობა. ჩემმა აგენტმა როდესაც მითხრა, რომ შეიძლებოდა დაერეკათ და როლზე შემოთავაზება მიმეღო, არც კი დავიჯერე. დარეკვა რომ დააგვიანეს, ვიფიქრე, ალბათ, ეს დიდი ხუმრობაა-მეთქი. ჩაწერაზე ვიყავი, როდესაც ლოს-ანჯელესიდან დამირეკეს. მოლაპარაკებები ბრიუსელში გვქონდა. გადაღებები მიმდინარეობდა ლონდონში, ბრიუსელსა და დუბაიში, ახლა კი პარიზში. ურთულესი და ძალიან საინტერესო სცენები მაქვს.

 

როდესაც ამერიკელი ჟურნალისტის სტატია წავიკითხე, სადაც წერს, რომ სულმოუთქმელად ელიან ლინდსი ლოჰანის სამწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ფილმში ხილვას, და მთავარი როლების ჩამონათვალში ჩემი სახელი და გვარი წავიკითხე, აი, მაშინ კი სიამაყე ვიგრძენი, რომლის პრემიერა სავარაუდოდ 2017 წელს იქნება.

 

რეჟისორთან არაჩვეულებრივი კონტაქტი დავამყარე. ბევრჯერ რისკზეც წავედი როლისთვის, მაგალითად, ნახტომის დროს ქუსლი ვიღრძე და ოთხი დღე შევისვენე. ასეთი სცენის გათამაშება სავალდებულო სულაც არ იყო, მაგრამ ქართულმა სისხლმა მაინც თავისი გააკეთა. მინდოდა, ისეთი რამე გამეკეთებინა, რომ სცენა უფრო კარგი გამოსულიყო.

 

ყველაზე დიდი დახმარება ცნობილმა მსახიობმა ჯანი კაპალდიმ (Gianni Capaldi) გამიწია. გადაღებისას თითქოს ხალხს ვცხრილავდი, ამას უფრო გაბრაზებული გამომეტყველებით ვაკეთებდი, მე ასე ვიგრძენი, მოსწონდათ კიდეც. თუმცა, მერე კაპალდი მოვიდა ჩემთან და ჩუმად მითხრა, აბა, სცადე, ირონიული გამომეტყველებით, სახეზე ღიმილით, მოკალიო და ასეც მოვიქეცი, ყველა გაოცდა, ძალიან მოეწონათ.

 

ლინდსი ლოჰანს რაც შეეხება, ამპარტავნობა შევატყვე. ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის, უბრალოდ, გადასაღებ მოედანზე დაგვიანება უყვარდა, რის გამოც, მაგალითად, მე სამი საათი გადამედო გადაღების პროცესი. ზოგადად კი, ვცდილობდი, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონოდა.

 

ასეთი ინტენსიური გადაღებების გამო სამი კილო დავიკელი. ვფიქრობ, ფილმი კარგი უნდა გამოვიდეს " ,  -  გვიამბობს მსახიობი.


ბონდ მღებრიშვილი ამბობს, რომ ახალი შემოთავაზებებიც აქვს. მსახიობს შესაძლოა, სტივენ სიგალთანაც მოუწიოს თანამშრომლობა, მაგრამ ამაზეც ჯერ ბევრს ვერაფერს იტყვის.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner