„საბედნიეროდ, გუშინ ჩვენ ვნახეთ გარღვევა“, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ვებინარზე გააკეთა სახელწოდებით „აშშ-ის ჩართულო სამხრეთ კავკასიაში“.
„საბედნიეროდ, გუშინ ჩვენ ვნახეთ გარღვევა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისსა და ვაშინგტონიდანაც ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს – მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას მიაღწიონ კომპრომისს, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას წინ წავიდეს პოლიტიკურად, რათა საქართველოს ოფიციალურმა პირებმა შეძლონ ენერგიის მიმართვა სერიოზული საკითხებისადმი, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.
მათ შორის რუსეთის ოკუპაცია, რომელიც გრძელდება, ეკონომიკური გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია პანდემიასთან და პროგრესი დემოკრატიულ რეფორმებში, რასაც საქართველოს მოქალაქეები ელოდებიან და რაც არის წინაპირობა საქართველოს ევროპულ და ევროატალანტიკურ მისწრაფებებში პროგრესის მისაღწევად.
გუშინ თბილისში ხელმოწერილი დოკუმენტი მოითხოვდა კომპრომისს და გამბედაობას ყველა პოლიტიკური მოთამაშისგან. არჩვენების შემდეგ აშშ-ის გზავნილი მუდმივად იყო, რომ ორივე მხარემ გვერდით უნდა გადადოს პოლიტიკა და იმოქმედონ ქვეყნის და ქართველი ხალხის სასარგებლოდ.
აშშ-ის შექებას იმსახურებს პარლამენტის ყველა წევრი, რომელმაც მოაწერა ხელი შეთანხმებას და მათ შორის ზოგიერთი დეპუტატი, რომელმაც ინდივიდუალურად იმოქმედა, რადგან მათი პარტიები ჯერ კიდევ არ დათანხმდნენ შეთანხმების ხელმოწერას. რა თქმა უნდა მოვუწოდებთ მათ ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი შეუერთდნენ კოლეგებს პარლამენტში და იმუშაონ, რათა უზრუნველყონ, რომ შეთანხმება სრულად ამოქმედდება.
ეს შეთანხმება ითვალისწინებს დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო პროცესებთან, მართლმსაჯულების რეფორმას, თანამდებობების გადანაწილებას პარლამენტში სხვადასხვა პარტიებს შორის.
ასევე, რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სტატუსს, რომლებიც გახდნენ სისხლის სამართლებრივი პროცესის ობიექტები და ასევე იმ მექანიზმის ამოქმედებას, რომლის მიხედვითაც თუ წელს ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია ვერ მიიღებს ხმების 43%-ს, მაშინ მომავალ წელს იქნება ადრეული საპარლამენტო არჩევნები.
საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს და ასევე მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიას ეკისრება პასუხისმგებლობა ითანამშრომლონ კონსტრუქციულად და იმოქმედონ, ერთად აამოქმედონ რეფორმები საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განსამტკიცებლად. ასევე, გამოიჩინონ პატივისცემა და იყვნენ ანგარიშვალდებულები და უზრუნველყონ ქვეყნის წინსვლა“, – განაცხადა კენტმა.