პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი მისი ცემის ფაქტზე გამოძიების შედეგებს ეხმიანება და „ინტერპრესნიუსთან" საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულზე პასუხისგებაში მიცემული ზურაბ ადეშვილი „შუალედური რგოლია და გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მიერაა მიღებული".
„ძნელია იყო კმაყოფილი, იმის გამო რომ საქმე ასე გვიან გაიხსნა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. რაც შეეხება იმას, რომ ადეიშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე მაინც მგონია, რომ ადეიშვილი შუალედური რგოლია და გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, ამიტომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მაგრამ ვერ დადგება ალბათ, სანამ ადეიშვილს არ დააკავებენ და არ დაკითხავენ. მე ასე მგონია, რომ ადიშვილის საშუალებით გავლენ სააკაშვილზე", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმე გახსნა.
პროკურატურის ინფორმაიცით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით განხორციელდა.