ქუთაისში ჩხობაძის კლინიკაში კოვიდ-განყოფილებიდან პაციენტი გადახტა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 64 წლის მამაკაცი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი, რომელიც კლინიკაში შვილთან ერთად ხუთი დღის განმავლობაში მკურნალონდა, მოულოდნელად ფანჯრიდან გადახტა.
აღნიშნული ქმედების მიზეზი უცნობია, პაციენტს რამე ფსიქიკური დაავადება არ ჰქონდა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, დაწყებულია გამოძიება.