logo_geo
eng_logo
ქუთაისში, კოვიდ-განყოფილებიდან პაციენტი გადახტა
- +

21 აპრილი. 2021. 12:30

 

 

ქუთაისში ჩხობაძის კლინიკაში კოვიდ-განყოფილებიდან პაციენტი გადახტა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, 64 წლის მამაკაცი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

 

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი, რომელიც კლინიკაში შვილთან ერთად ხუთი დღის განმავლობაში მკურნალონდა, მოულოდნელად ფანჯრიდან გადახტა.

 

აღნიშნული ქმედების მიზეზი უცნობია, პაციენტს რამე ფსიქიკური დაავადება არ ჰქონდა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, დაწყებულია გამოძიება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner